კამერონი სპეციალიზდება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საჭირო სამეთვალყურეო კამერების მოწყობასა და მის შემდგომ მხარდაჭერაზე.
ინდივიდუალურად, თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე და ბიუჯეტზე მორგებული გადაწყვეტილებების საშუალებით, ჩვენ ვქმნით საიმედო ინფრასტრუქტურას, რომელიც თქვენი საქმიანობის უსაფრთხოების გარანტი იქნება.

პირველადი აწყობა
ახალ ან არსებულ კომერციულ სივრცეში სამეთვალყურეო კამერების ინფრასტრუქტურა თუ დაგჭირდათ, ჩვენ თქვენი ბიზნესის საჭიროებების შესაბამის ოპტიმალურ გადაწყვეტას შემოგთავაზებთ და რაც მთავარია – უსწრაფესად აგიწყობთ.
ოპტიმიზაცია
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე გაქვთ სამეთვალყურეო კამერების ინფრასტრუტურა, მაგრამ იგი ვეღარ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, ხარისხისა თუ მასტაბის თვალსაზრისით, ჩვენ მის გადაწყობაში დაგეხმარებით.


ინციდენტებზე რეაგირება
ტექნიკურ შეფერხებებზე სწრაფი რეაგირება ყველასთვის მნიშვნელოვანია, რის გამოც ჩვენი მომსახურების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ინციდენტების დაუყოვნებელი აღმოფხვრაა, იქნება ეს პროგრამული თუ აპარატურული ხარვეზი.
პერმანენტული მხარდაჭერა
თუ თქვენი საქმიანობისთვის სამეთვალყურეო უსაფრთხოების უწყვეტობა მნიშვნელოვანია, მაშინ ჩვენ მზად ვართ ინტენსიური მხარდაჭერისა და ინფრასტრუქტურის მუდმივი მონიტორინგის გადაწყვეტილებები შემოგთავაზოთ.
